შეგახსენებთ, კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში მისაღები გამოცდის რეგისტრაცია 14 ივლისს სრულდება!

მე-7 კლასის მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ რეჟიმში,  ასევე სკოლაში:

ონლაინ რეგისტრაცია   23  ივნისს დაიწყო და გაგრძელდება  14  ივლისის ჩათვლით

ადგილზე რეგისტრაციის მსურველთათვისრეგისტრაცია  24   ივნისს დაიწყო  და გაგრძელდება  14 ივლისის ჩათვლით.

 

რეგისტრაციის გავლა (ან ონლაინ, ან ადგილზე) სავალდებულოა ყველასთვის (მათ შორის კომაროვის სკოლის შაბათის სკოლის მოსწავლეებისთვის)!

 

კომაროვის სკოლის მე-7 კლასში  მისაღები გამოცდა ჩატარდება  19    ივლისს.  

 

მისაღები გამოცდის ჩატარების ადგილი:

სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი  (მისამართი: თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ).  ზუსტი ადგილმდებარეობა იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/uploads/postData/EEG-2019/map/Tbilisi-175-a.png

მისაღები გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

ტესტირებაზე რეგისტრაცია - 09:00 საათიდან დაიწყება;

ტესტირება დაიწყება: 10:00 საათზე.

 

 გამოცდაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:

-  საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, სასურველია, წყალი (პლასტმასის ბოთლით).

-  აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი  ( ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა).  


 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაშისკოლა უფლებას იტოვებს,

 გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.

 

ონლიან რეგისტრაციისთვის  გადადით ბმულზე

ონლაინ რეგისტრაციისასშესაბამის ველში უნდა აიტვირთოს:

ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2024-25  სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.

ბ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტი (ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი) ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა  (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი, რაც მოსწავლემ, ასევე  თან უნდა იქონიოს გამოცდაზეც)

 

ადგილზე რეგისტრაციის მსურველთათვის:

რეგისტრაცია დაიწყ24 ივნისს  და გაგრძელდება 14  ივლისის ჩათვლით.

11:00-დან - 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა);

მისამართი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N119. 

 

ადგილზე რეგისტრაციისას მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა 

წარმოადგინოს:

ა)  განაცხადი (ივსება ადგილზე);

ბ) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული  მოსწავლის 2024-25 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.

გ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID ბარათის, ან პასპორტის ასლი) ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა  (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი, რაც მოსწავლემასევე თან უნდა იქონიოს გამოცდაზეც)

 

გაითვალისწინეთ, მისაღები გამოცდით კომაროვის სკოლაში ჩარიცხვის შემთხვევაში, წარმოსადგენი გექნებათ დახასიათება სკოლიდან, სადაც უნდა იყოს აღნიშნული, რომ მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.

 

მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:

·         მოსწავლეს, რომელმაც  2024-2025 სასწავლო წელს დაძლია მე-6 კლასი და დადგენილი წესით გაიარა რეგისტრაცია ან ონლაინ, ან ადგილზე, განსაზღვრულ ვადებში; 

·         გამოცდაზე არ დაიშვება  მოსწავლე, რომელმაც  2024-2025  სასწავლო წელს დაძლია მე-7 კლასი. 

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 2-396-796 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე:  gamocdebi@komarovi.edu.ge

 

 სხვადასხვა წლებში მისაღები გამოცდების ტესტების სანახავად გადადით ბმულზე


მე-7 კლასში მისაღები გამოცდის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე

 

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!  

 


ზემოთ